ქალაქები











პარიზი (ფრანგParis [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.  მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები. ჰოლივუდი (ინგლ. Hollywood) — ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნიააშშ), რომელიც დაუნტაუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.მისი სახელგანთქმულობისა და კულტურული იდენტურობის გამო კინო სტუდიებთან და ვარსკვლავებთან, სიტყვა „ჰოლივუდი“ ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები (როგორიცაა სამონტაჟო, ეფექტების, პოსტ-წარმოების, და განათების კომპანიები) ჰოლივუდში რჩება. ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას. იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი.
იმისდა მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დაადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია.

No comments:

Post a Comment